ცხადდება კონკურსი
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის N114/01-01 02/05/2024 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2023 წლის 8 აგვისტოდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
- 2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2023 წლის 8 აგვისტოდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ
- დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება: 14-16 მაისის ჩათვლით VI კორპუსი, # 107, 10:00 -17:00 სთ
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: 20 მაისს
აპელაცია: 21 მაისს13სთ-მდე
საბოლოო შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 22 მაისს
გისურვებთ წარმატებებს!